ჭიები

<<< მთავარი

რგოლოვანი ჭიები Annelida –  მცირეჯაგრიანი რგოლოვანი ჭიების რამდენიმე ოჯახის საერთო სახელწოდება. მათი სხეული შედგება 80-დან 300-მდე სეგმენტისაგან. ყოველ სეგმენტზე, წინას გარდა, 8-8 (ზოგ ტროპიკულ ფორმებს რამდენიმე ათეული) მოკლე ჯაგარია, რომლებსაც ჭიაყელები მოძრაობის დროს ეყრდნობიან. აქვთ კარგად განვითარებული სისხლის მიმოქცევის სისტემა, სუნთქავენ კანით. ნერვული სისტემა შედგება სუსტად განვითარებული თავის ტვინისა და მუცლის ძეწკვისაგან. გრძნობის ორგანოები არ აქვთ, სამაგიეროდ, კანში ბევრი მგრძნობიარე უჯრედია. არიან ჰერმაფროდიტები. განაყოფიერება და კვერცხების განვითარება ხდება პარკებში, რომლებსაც გამოყოფს სარტყელი - წინა რამდენიმე სეგმენტის ჯირკვლოვანი გამსხვილება. პარკიდან გამოსული პატარა ჭიები 3-4 თვის შემდეგ ზრდასრული ჭიის ზომას აღწევენ. ჭიაყელებს კარგად აქვთ განვითარებული რეგენერაციის უნარი. ბინადრობენ ნიადაგში. იკვებებიან მცენარეული ნარჩენებით, ნაკელით და სხვა. ჭიაყელები მოიცავენ 1500-მდე სახეობას. დიდი მნიშვნელობა აქვთ როგორც ნიადაგწარმომქმნელებს, მაგრამ გარკვეული ზიანიც მოაქვთ, რადგან ზოგიერთი ჰელმინთების  (პარაზიტი ჭიების)  უალედური  მასპინძლები არიან.

                                                                   დეა ხეირაბადი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კლასი: მრგვალი ჭიები ანუ ნემატოდები -Nematoda
ოჯახიTrichinellidae
გვარიტრიქინელა-Trichinella
სახეობა: სპირალური ტრიქინელა- Trichinellaspiralis
სპირალური ტრიქინელა ძლიერ პატარა ნემატოდაა.ტრიქინელა პარაზიტობს ადამიანისორგანიზმში,აგრეთვე, ღორის(შინაური დაგარეული), მღრნელების,ძაღლის,კატის, დათვის,მგლის,მელიის,ტურის,მაჩვის და სხვა გარეულ ცხოველთა ორგანიზმში.
ადამიანი და ცხოველები ავადდებიან მხოლოდ და მხოლოდ ტრიქინელიანი ცხოველის ხორცის მიღებით. როდესაც, ადამიანი შეჭამს ცუდად მოხარშულ ან შემწვარ ტრიქინელიანი ცხოველის ხორცს, კუჭის წვენის გავლენით ხორცი მოინელება, ხოლო ახალგაზრდა  ტრიქინელა თავისუფლდება კაფსულისაგან და აღწევს ნაწლავს. სამი დღის შემდეგ იგი სქესობრივად მწიფდება. სქესობრივად მომწიფებული ტრიქინელები მცირე ხნის განმავლობაში (10-15დღე) ცხოვრობენ მასპინძლის წვრილ ნაწლავში, სადაც ხდება კოპულაცია. განაყოფიერებული დედლები ჩვეულებრივად შეიჭრებიან წვრილი ნაწლავის კედლის სისქეში, სადაც შობენ 2000-მდე ლარვას. ნაწლავებიდან ლარვები გადადის ლამფაში, აქედან სისხლში და სისხლის ნაკადით ხვდება მასპინძლის მთელ ორგანიზმში, შეიჭრება განივზოლიან კუნთებში. განსაკუთრებით ინტენსიურად აზიანებს დიაფრაგმას, საყლაპავი მილის, თვალისა და ნეკთაშუა კუნთებს.
ადამიანის ტრიქინელოზის დროს ავადმყოფის ნიშნები შეიძლება გამომჟღავნდეს ტრიქინელიანი ხორცის მიღების პირველ დღესვე. ნიშნებია: 1. ქუთუთოების შეშუპება, შეწითლება; 2 მაღალი ტემპერატურა; 3. ტკივილი მუცლისა დაკიდურების კუნთებში,თვალებში; 4. ყლაპვისგაძნელება; 5. ცვლილებები სისხლის შემადგენლობაში.
ტრიქინელოზი  მსოფლიოს ყველა კუთხეშია რეგისტრირებული. იგი გავრცელებულია საქართველოშიც და ამ ბოლო ხანებში იგი უფრო ინტენსიურად აღინიშნება.  
ტრიქინელოზის თავიდან აცილებისათვის საჭიროა როგორც შინაური, ისე გარეული ღორისა და დათვის ხორცის ტრიქინელოსკოპია, თაგვისებრი მღრენელების განადგურება, ვინაიდან, სწორედ თაგვისებრი მღრნელები წარმოადგენენ ტრიქინელით ღორის დაავადების წყაროს.  ღორს კი, ტრიქინელოზის ეპიდემიოლოგიაში დიდი მნიშვნელობა აქვს.
საბა ვადაჭკორია
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
წურბელები - Hirudinea  წყალსაცავებში მკბენარი არსებების დაახლოებით 400 სახეობა ბინადრობს. მათგანსამკურნალო მიზნით, მხოლოდ ერთი – სამედიცინო წურბელა გამოიყენება. ამ "წამალს" სპეციალურ ბიოფაბრიკებში აშენებენ და ამრავლებენ, სადაც ისინი გულმოდგინე ლაბორატორიულ კონტროლს გადიან. ყოველი წურბელა შესაბამის სერტიფიკატს იღებს. ეს ცოცხალი არსება მხოლოდ ერთხელ გამოიყენება და შემდეგ პაციენტის თვალწინ ნადგურდება. მხოლოდ ამ გზით შეიძლება დაინფიცირების რისკის თავიდან აცილება. მკურნალობის ეფექტი განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით. პირველი - წურბელის ნაკბენი რეფლექსოთერაპიის მსგავსია, ვინაიდან, ის კანს მხოლოდ ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებში კბენს; მეორე - ეს არსება სისხლის დინებას მექანიკურად ამსუბუქებს; მესამე - წურბლის ნერწყვი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მდიდარ სეკრეტს, რომელიც შეიცავს ფერმენტ ჰირუდინს. მას შემდეგ, რაც კანს მოეკიდება, წურბელა ამ სეკრეტს პაციენტის კანში შეაშხაპუნებს. ასეთი "ინექციის" შედეგად ორგანიზმში ჟანგვის პროცესები ნორმალიზდება, ტოქსინები სწრაფად გამოიყოფა.წურბლებით მკურნალობას (ჰირუდოთერაპია) მიმართავენ სისხლძარღვოვანი დაავადებების (ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, ვარიკოზი), გინეკოლოგიური და უროლოგიური დაავადებების (გასტრიტი, კოლიტი, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი, ჭარბი წონა, ოსტეოქონდროზი, ქრონიკული დაღლის სინდრომი, შიშები, უძილობა) შემთხვევებში. წურბლის კბენა მტკივნეულია, მაგრამ არა იმაზე მეტად, ვიდრე კოღოსი, მაგრამ ამისათვის მომზადებაა საჭირო. წურბლები მგრძნობიარენი არიან არომატების მიმართ. არ ეკვრიან კანს, რომელსაც სუნამოს, თამბაქოს, ალკოჰოლის სუნი ასდის. პროცედურის ჩატარება უმჯობესია უზმოზე.  მკურნალობის წინ ნაწლავები დაცლილი უნდა იყოს. პროცედურის ხანგრძლივობა 1– 1,5 საათია. სხვათა შორის, სამედიცინო წურბელამ თავად იცის, რამდენი უნდა "იმუშაოს". მისი სხეულიდან ძალით მოცილება საჭირო არ არის. ამოცანის შესრულების შემდეგ თავისით ჩამოვარდება. კურსი 3–8 პროცედურისაგან შედგება (კვირაში 2–3–ჯერ). პროცედურის შემდეგ ჭრილობიდან სისხლის შეჩერება საჭირო არ არის. ნორმალურად ითვლება, თუ ნაკბენი ადგილიდან სისხლდენა 24 საათამდე გრძელდება. სისხლი მცირედ იკარგება, ძირითადად, ლიმფა გამოედინება. მისი დაკარგვით ამოქმედებას იწყებს იმუნიტეტის სტიმულაციის მექანიზმი და შეშუპების იკვიდაცია ხდება.
თორნიკე ნიკურაძე