კანეკლიანები Echinodermata

<<< მთავარი

კანეკლიანები უხერხემლო ცხოველთა კლასია, რომელიც აერთიანებს ზღვის მიმაგრებულ და თავისუფლადმცხოვრებ ცხოველებს. ახასიათებთ მეორეული რადიალური სიმეტრია, კიროვანი ჩონჩხი და ამბულაკრული სისტემა. სხეულის სიგრძე რამდენიმე მმ-დან 5 მ-მდე აღწევს (ნამარხ ფორმებში 20 მ-მდე). განსხვავებულია სხეულის ფორმაც, რომელიც ვარსკვლავს, ყვავილს, ბურთს, გულს, დისკოს, კიტრს, ჭიას წააგავს. ზოგიერთ ნამარხ კანეკლიანებს პარკის ფორმა აქვს. თავისუფლადმცხოვრებ კანეკლიანებს პირი ჩვეულებრივ მუცლის (ორალურ) მხარეზე აქვთ, ხოლო უკანა გასავლის ხვრელი — ზურგის (აბორალურ) მხარეზე. მიმაგრებულ ფორმებს ორივე ხვრელი ერთმანეთთან
დაახლოებული და ზემოთ მიმართული აქვთ. კანეკლიანების სხეულის კედელი მაგარია, ჩონჩხის შემადგენლობაში შედის კიროვანი ფირფიტები, ნემსები და პედიცელარიები. ნემსები, ჩვეულებრივ, მოძრავია - ზღვის ზღარბები ნემსებს გადასაადგილებლად და თავდასაცავად იყენებენ. ამბულაკრული სისტემა მოძრაობის, სუნთქვის, გამოყოფისა და შეხების ორგანოს ფუნქციას ასრულებს. ნერვული სისტემა შედგება ორალური ნერვული რგოლისა და რადიალური ნერვებისაგან, წარმოდგენილია ყნოსვის, გემოს, შეხების, მხედველობისა და წონასწორობის მცირედდიფერენცირებული ორგანოებით. მომნელებელ სისტემას გრძელი მილის (ზღვის შროშნები, ზღვის ზღარბები, ჰოლოთურიები) ან პარკის (ზღვის ვარსკვლავები, ოფიურები) ფორმა აქვს. ზღვის ვარსკვლავებს ნაკლებადმოძრავი პირთანა ჩონჩხი აქვთ, რომელიც ზღვის ზღარბებში არისტოტელეს ფარანს ქმნის; ზღვის შროშნებსა და ჰოლოთურიებს პირის ჩონჩხი არა აქვთ.

ზღვის ზღარბები (Echinoidea)- კანეკლიანების წარმომადგენლებია. მათი 30 სმ-მდე სიგრძის სხეული ზურგ-მუცლისკენ შებრტყელებულია ერთ პოლუსზე პირია, მეორეზე  ანალური ხვრელი. დაფარულია ფირფიტებით, რომლებზეც მოძრავი ნემსებია განვითარებული. ზოგ ზღვის ზღარბს საღეჭი პირის აპარატი აქვს, რითაც ფხეკს წყალმცენარეებს ქვებიდან. დეტრიტით მკვებავს საღეჭი აპარატი არა აქვს.
ზღვის ზღარბები ფსკერის ცხოველებია, მცოცავი ან გრუნტში ჩაფლული. მოძრაობენ ამბულაკრული ფეხებისა და ნემსების საშუალებით. ცალსქესიანი ცხოველებია. ვითარდებიან მეტამოროზით, ზოგი ცოცხალმშობია. თანამედროვე ზღვის ზღარბების ტიპი აერთიანებს 800-ზე მეტ სახეობას. ზოგი რეწვის ობიექტია (მისი ქვირითი იჭმება).                                                              
 მარიამ ფრუიძე

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ზღვის ვარსკვლავები (Asteroidea) -კანეკლიანთა კლასს განეკუთვნებიან. მათ ხუთი და ზოგჯერ მრავალსხივიანი კაშკაშა სხეულის სიგრძე 1 სმ-დან 1 მ-მდე აღწევს.  ისინი სქელი კანის საფარველის მქონენი არიან, რომელზეც  მოკლე, ნემსებისმაგვარი საფარველი აქვთ.ისინი დაცოცავენ ამბულაკრული ფეხებით.
ზღვის ვარსკვლავთა ნაირსახეობა დღეს 1600-ს ღწევს.ზღვის ვარსკვლავები 450 მილიონი წლის წინ წარმოიშვნენ. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაც 30 ელ აღწევს.
მიუხედავად, მათი ნელა გადაადგილებისა და თავის უქონლობისა, მათ ბრწყინვალედ აქვთ განვითარებული ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემა.მათ 5 დაბოლოებას სიღრმეში დაჰყვება სხივური არხები, რისი მეშვეობითაც, თითოეულ მათგანს ახლის წარმოშობის (რეგენერაციის) უნარი გააჩნია.ვარსკვლავის ხუთი სხივური არხი ერთნაირია და მოიცავს: დანამატ კუჭისებრ პარკუჭს; წრიულად დაცულ წითელ თვალბუდეს, რომელიც ღვიძლის ფუნქციას ასრულებს; ნერვულ დაბოლოებათა ქსელს, რომელის შეგრძნებების აღქმის საშუალებაა; მუცლის მხარეს განლაგებულ კანისებრ ლაყუჩებს, რომლებიც მოკლე და თხელი ხაოს მაგვარია; სასქესო ორგანოებს და კუნთებს, რომელთაც საფარველად სქელი კანი აქვთ.ამგვარი აგებულება თითოეულ სხივურ არხს რეგენერაციის შესაძლებლობას აძლევს. ზღვის ვარკვლავთა მთავარი სისტემა ამბულაკრულია. ეს სისტემა მათ შესაძლებლობას აძლევს იქონიონ შემდეგი ფუნქციები: სუნთქვა, გამოყოფა, ყნოსვა და გადაადგილება.ზღვის ვარსკვლავთა სხეულის 80% კალციუმის კარბონატისგან შედგება.ზღვის ვარსკვლავთა უმრავლესობა ცალსქესიანია. განაყოფიერებაწყალშიხდება. ლარვის საწყისი ფორმა ორმხრივსიმეტრიული დიპლეურულაა.რამოდენიმე კვირის შემდეგ ხდება მეტამორფოზი. ფსკერზე მიმაგრებულები პაწაწინა (0.5 მმ დიამეტრის მქონე) ხუთქიმიან ვარსკვლავებად იქცევიან. პატარები გუნდურად გადაადგილდებიან. მათ შეუძლიათ არ დაეშვან ფსკერზე და დიდ არსებებზე დაბინავდნენ, სადაც ისინი მანამ იმყოფებიან, ვიდრე სიგრძეში 9 სმ არ მიაღწევენ. რაც შეეხება მათ გამრავლებას, ამას ისინი 2-3 წელიწადში შეძლებენ, როდესაც ისინი სქესობრივად მომწიფებულად მიიჩნევიან.

ზღვის ვარსკვლავები ხარბ მტაცებლებად ითვლებიან, თუმცა მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთა კვების რაციონი მხოლოდ მცენარეებს და პლანქტონებს შეადგენს. ზოგადად ზღვის ვარსკვლავების საკვებ რაციონს შეადგენს: მოლუსკები, მიდიები, მარჯნის რიფები და სხვა უხერხემლონი. ისინი ასევე იკვებებიან რიფის წარმომქმნელი ნაწლავღრუიანებით, რითაც დიდი ზიანი მოაქვს. ისინი საკვებს ყნოსვით აგნებენ.როცა მოლუსკს აღმოაჩენენ, ორი სხივით ნიჟარის ერთ ნაწილს, ხოლო სამით მეორეს ეჭიდებიან და იწყება მრავალსაათიანი ორთაბრძოლა, რომელშიც მუდამ ზღვის ვარსკვლავი იმარჯვებს. როცა მოლუსკი იღლება და ნიჟარის ნაწილები შესუსტდება, მტაცებელი ფართოდ ხსნის ორივე ნიჟარის ორივე მხარეს და პირით ხარბად ეწაფება მსხვერპლს. ზოგიერთ ზღვის ვარსკვლავს კი შეუძლია სილაში ჩაფლული მსხვერპლის ამოთხრაც.

ანა კაკულია