<<< მთავარი
ასტრონოტუსი ანუ ასტრონოტუსი ოსკარი (Astronotus ocellatus)-ძვლოვანი თევზების კლასისა და ციხლიდების (Cichlidae) ოჯახის წარმომადგენელია. ის მდინარე ამაზონის აუზშია გავრცელებული. გვხვდება პარანასა და პარაგვაის სისტემებშიც.
ასტრონოტუსი ანუ ასტრონოტუსი ოსკარი (Astronotus ocellatus)-ძვლოვანი თევზების კლასისა და ციხლიდების (Cichlidae) ოჯახის წარმომადგენელია. ის მდინარე ამაზონის აუზშია გავრცელებული. გვხვდება პარანასა და პარაგვაის სისტემებშიც.
ასტონოტუსი საკმაოდ მოზრდილი თევზია -50 სმ-მდე. აქვს
მკვეთრი, კონტრასტული შეფერილობა. მდედრები და მამრები გარეგნულად ერთმანეთს გვანან.
სქესობრივი განსხვავება მხოლოდ გამრავლების დროს ვლინდება და ისიც განსხვავებული ქცევის
სახით. თევზები მაქსიმალურ ზომას 2,5 წლის ასაკში აღწევენ. ასტრონოტუსები ერთ-ერთი
ყველაზე მზრუნველი მშობლები არიან. ისინი ქვითრს იცავენ, ვენტილაციას უკეთებენ, გაფუჭებულ
კვერცხებს აშორებენ. ლიფსიტების გუნდი დიდი ხნის განმავლობაში დაყვება მშობლებს უკან.
ისინი პატარებს იცავენ, საკვებს უქუცმაცებენ. ახალგაზრდა ასტრონოტუსები ხშირად ცხოვრობენ
პირანიების გუნდში.
ასტრონოტუსები პოპულარული აკვარიუმის თევზები არიან.
მოზრდილი თევზების ქცევა ხშირად შეიძლება საზრიანადაც მოგვეჩვენოს. ისინი სწრაფად ეჩვევიან
პატრონს, ცნობენ მას და ნებას აძლევენ მოეფერონ და პირიქით, უცნობებს ხშირად აგრესიულად
ექცევიან. თევზები მკაცრად იცავენ თავიანთ ტერიტორიას. მათი ბასრი კბილების ნაკბენი
საკმაოდ მტკივნეულია.
ანცისტრუსი
(Ancistrus malle) - იგივე მწმენდავი - იკვებება ბაქტერიული და წყალმცენარეული
ნადებით. ამით ის ფაქტიურად აკვარიუმის გაწმენდაში დახმარებას გვიწევს. ის მაქსიმუმ
15 სანტიმეტრი იზრდება. მას ცალკე კვება არ სჭირდება. ნებისმიერ თევზს კარგად ეწყობა
და არ ვნებს არავის. ანცისტრუსი ყრის დაახლოებით 20-დან 200-მდე ქვირითს, რომლიდანაც
ლიფსიტები იჩეკება 4-დან 10 დღემდე, 12 დღეში კი თავისუფლად იწყებენ ცურვას. ანცისტრუსი
დაახლოებით 12 წელი ცოცხლობს.
თეთრი
ამური(Ctenopharyngodon
idella) - კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია
გავრცელებულია: ჩინეთის მდინარეებში, ამურის აუზებში, ჩრდილოეთ რუსეთში, უკრაინაში,
აშშ, კაზახისნატში და სხვა მრავალ ევროპულ ქვეყანაში. ასევე ბინადრობს დასავლეთ საქართველოს
მდინარეებში, ტბებსა და ტბორებში. გვხვდება კუმისისა და ბაზალეთის ტბებში.
თეთრ ამურს აქვს გრძელი სხეული; გასდევს მუქი ზოლები
მთელ სხეულზე; სხეული დაფარულია სქელი ქერცლით. რაც შეეხება ფერს, მას მუცელი ღია შეფერილობის
აქვს, ზურგი კი მუქი. ზურგის და უკანა ფარფლები მუქი ფერის აქვს. მუცლის წინა და გვერდითა
კი უფრო ღია.მაქსიმალური სიგრძე - 135 სმ., წონა - 34კგ.,საშუალოდ კი მისი სიგრძე - 90-120 სმ., წონა - 16-32 კგ.ტოფობის
პერიოდი ივნისი-ივლისია. ქვირითს ყრის მტკნარ წყალში ან მდინარეებში
ნელი დინებით. ყრის 1 მილიონამდე ქვირითს. წყლის დონის მკვეთრად ვარდნისას ან ძლიერი
ყინვისას იგი წყვეტს ქვირითის დადებას ან დებს სანახევროდ.
მოზარდ ამურს ჩინეთში იყენებენ ბრინჯის პლანტაციებში
სარეველების მოსაპოვებლად, ვინაიდან, ამური
წყალმცენარეებით იკვებება. როდესაც ამური თავისი სიცოცხლის ნახევარს მიაღწევს, ანუ
9-10 წლის ასაკში, ის დახლოებით 68-75 სმ. და 18 კგ.-ია. ამურთა ჯგუფები ზამთარს ერთად
ატარებენ ჩაღრმავებულ ადგილებში. იგი აქტიურია მაისი-ოქტომბერი. უნდა მოვძებნოთ წყალმცენარეებით
მდიდარ ადგილებში. მას ხშირადვეგეტარიანელ თევზს უწოდებენ.
ავტორი ხატია
ჩაჩუა